2013-10-02
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონფერენცია - ღია კარის დღე
2 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი გამართავს კონფერენცია- ღია კარის დღეს. ღონისძიება თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და საქართველოს საჯარო სკოლების თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება.
კონფერენცია-ღია კარის დღეზე პრეზენტაციები მოეწყობა საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობასა და ახალ პროგრამებზე - საბავშვო უნივერსიტეტის რეგიონული სისტემის ჩამოყალიბებასა და პროექტზე „გააცანი შენი პროფესია“, მუშაობაზე არაქართულენოვან სკოლებთან; საუნივერსიტეტო და სასკოლო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობით პროცესებში; თსუ სტუდენტთა მომსახურების ცენტრების მუშაობაზე. კონფერენციის მეორე საათზე გაიმართება ინტერაქტიული დისკუსია, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეები თსუ მეორე კორპუსში განლაგებულ სტუდენტთა მომსახურების ცენტრებს დათვალიერებენ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი