2015-03-06

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია

6 მარტს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრებიან.

ზამთრის სკოლა-კონკურსის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში  ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა და ამ მიმართულების მეცნიერებებისადმი მომავალი სამეცნიერო კადრის მომზადება, მათთვის  ქართველოლოგიის უახლესი ტენდენციების  გაცნობა.  ზამთრის სკოლა გამიზნულია საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში მცხოვრებ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა (IX-XII) და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. კონკურსში ჩაერთო უამრავი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შემოსული მასალა გადაეცა კომპეტენტურ ჟიურის, რომელმაც გამოავლინა ფინალისტები.

ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი,  107-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი