2011-11-16

ნოტარიუსთა პალატის სტიპენდიები თსუ–ის სტუდენტებისათვის

16 ნოემბერი, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ეწვევიან. თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის  სამი სტუდენტი, ვინც სანოტარო სამართალს წარმატებით სწავლობს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისგან ყოველთვიურად, სტიპენდიის სახით, 100 ლარს მიიღებს. სტუდენტები ფაკულტეტისა და ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობამ გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. თინათინ ქიტოშვილი, სიმონ ტაკაშვილი და ემზარ გაგნიძე აღნიშნულ თანხას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. 2010 წელს პალატასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატა სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების გავლას უზრუნველყოფს,  სამომავლოდ მათი დასაქმებისა და პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი