2018-05-25

ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია

25 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეებთან დაკავშირებით ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, მთავრობის წარმომადგენლები, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

ალბომში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის ნოე ჟორდანიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები და წერილები. ქართულ-ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მხარდაჭერით დაისტამბა. 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი