2014-11-15

დისკუსია თემაზე: ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ მიგრაციის კონტექსტში

15 ნოემბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ მიგრაციის კონტექსტში.

დისკუსია თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის თანამშროლობის ფარგლებში არის ორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ENIMGMA” იმპლემენტაციის მიზნებისთვის.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ აკადემიური წრეების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.

დისკუსია შეეხება შემდეგ საკითხებს: ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის – ასოცირების დღისწესრიგის იმპლემენტაციის ეროვნული გეგმა; ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ძირითადი მიმართულებები ევროკავშირის პერსპექტივა;
 
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია  №107

« იხ. ყველა ანონსი