2014-07-08

ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია თსუ-ში

8 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართება. ესპანური სამართლის ინსტიტუტი ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად შეიქმნა.   

ღონისძიებაზე ხელი მოეწერება უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს კვლევას. უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობაში ჩართულია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტი (იტალია), სალენტოს უნივერსიტეტი (იტალია), ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი (ესპანეთი), სევილიის, კადისის უნივერსიტეტები (ესპანეთი), ბარანკიის უნივერსიტეტი (კოლუმბია).

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია






« იხ. ყველა ანონსი