2017-10-01

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია GADEST 2017

1-6   ოქტომბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ორგანიზატორობით ტარდება   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology). კონფერენციის თემატიკა მოიცავს თანამედროვე ნახევარგამტარების ფიზიკისა და ტექნოლოგიის   საკითხებს, როგორიცაა ნანოტექნოლოგია, მზის ბატარეები და ა. შ.

GADEST კონფერენციების სერია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი კონფერენცია ნახევარგამტართა ფიზიკასა და ტექნოლოგიებში, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები.   GADEST-2017-ში მონაწილეობს 95 მეცნიერი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან. მათ შორის არიან თანამედროვე მზის ბატარეების ფუძემდებელი Martin Green ( University of New South Wales, ავსტრალია), ცნობილი ექსპერიმენტატორები და თეორეტიკოსები ნახევარგამტარების ფიზიკაში Peter Wilshaw (University of Oxford, დიდი ბრიტანეთი) Henry Radamson   ( KTH Royal Institute of Technology, შვედეთი), Stefan Estreicher ( Texas Tech University, აშშ ). კონფერენციის თანათავმჯდომარეები არიან ალექსანდრე შენგელაია (თსუ), თეიმურაზ მჭედლიძე (Technical University of Dresden, გერმანია) და Hans Richter ( Innovations for High Performance Microelectronics, გერმანია).

GADEST კონფერენციების სერია 1985 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.   2017 წელს GADEST პირველად გასცდება დასავლეთ ევროპის ფარგლებს. წინა კონფერენციაზე, 2015 წელს, საქართველომ, და კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მძაფრად კონკურენტულ გარემოში, მოიპოვა უფლება ჩაეტარებინა მომდევნო, 2017 წლის კონფერენცია საქართველოში. ეს ფაქტი თავისთავად ასახავს საქართველოს მეცნიერების მაღალ ცნობადობას და ნამდვილად არის ქართველი მეცნიერების წარმატების შედეგი. კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ნახევარგამტარების ფიზიკის განვითარებისათვის და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციისთვის საქართველოში. ის ასევე ძალიან შეუწყობს ხელს ქართველი მეცნიერების დაახლოებას დასავლური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროსთან. 

მისამართი: ლოპოტას ტბა



« იხ. ყველა ანონსი