2018-12-21

გიორგი მელიქიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესია

21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სესია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ასირიოლოგიის კათედრა, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი