2014-10-21
„საქართველო–იტალია კულტურული დიალოგი“
21 ოქტომბერს, 18:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხადაჭერით ევროპის სახლში გამოფენა
„საქართველო–იტალია კულტურული დიალოგი“ გაიხსნებაება.
პროექტის მიზანია, საზოგადობას გააცნოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იტალიურენოვანი მასალა. წარმოაჩინოს ემიგრანტ მიხეილ თამარაშვილის ისტორია და ის ძალისხმევა, რომელსაც იგი არ იშურებდა იტალიის სხვადასხვა არქივში საქარველოს შესახებ გაფანტული მასალების მოსაძიებლად. განსაკუთრებით საინტერესოა მისი იტალიურენოვანი ეპისტოლარული მემკვიდრეობა - ათას ხუთასამდე წერილი, რომელთა უმეტესობა შეუსწავლელი და უცნობია საზოგადოებისთვის. წერილები მოიცავს მიმოწერას თამარაშვილსა და ცნობილ კარდინალებს, ეპისკოპოსებს, პროფესორებსა და ფოტოგრაფებს შორის.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაწერები, ლექსიკონები (ხელნაწერი/ნაბეჭდი) და 1626 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომლითაც იწყება ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორია. ექსპოზიცია თემატურად გადანაწილდება: თამარაშვილის ცხოვრების ამსახველი მასალა, თამარაშვილის მიმოწერა, მისიონერთა რელაციები, ქრისტეფორე კასტელის კუთხე, იტალიურ-ქართული ხელნაწერები, იტალიურ-ქართული ნაბეჭდი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები.
გამოფენის ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
მისამართი:თავისუფლების მოედანი 1, ევროპის სახლი
« იხ. ყველა ანონსი