2016-05-20

შეხვედრა ცნობილ ბერძენ სკულპტორ გელა კესიდისთან

20 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ცნობილ ბერძენ სკულპტორ გელა კესიდისთან შეხვედრას გამართავს, სადაც იგი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე. ღონისძიებას საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გეორგიოს ხაძიმიხელაკი დაესწრება.
 
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი