2015-02-25

აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას 85 წლის იუბილე

25 თებერვალს, 16.00 საათზე აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა წიგნის „აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას“ და ვიდეოკოლაჟის პრეზენტაცია.

აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები გაიხსენებენ ვაჟა ოკუჯავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მე-5 სართული


« იხ. ყველა ანონსი