2014-06-05

მორდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

5 ივნისს, 12:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მორდოვის უნივერსიტეტის რექტორს სერგეი  ვდოვინს  და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორს ლარისა  ბალიკოვას შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში  მორდოვის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსთან, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელთან,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანებთან გამართავს შეხვედრას.

მისმართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ  I კორპუსი, 108-ე ოთახი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი