2012-04-06

კონფერენცია „გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები“

6 აპრილს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები.“
კონფერენცია ტარდება თსუ-ის, პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტის, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ოდესის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2,    თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი