2013-09-30
სასწავლო სტუდენტური ჟურნალის „გზავნილის“ პრეზენტაცია
30 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სასწავლო სტუდენტური ჟურნალის „გზავნილის“ პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალი „გზავნილი“ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ მომზადდა, სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია 2“-ის ფარგლებში, თსუ–ის ასოცირებული პროფესორის – მაია ტორაძის ხელმძღვანელობით.
სტუდენტებმა განახორციელეს მულტიმედია პროექტი, რომლის მიზანი იყო რეგიონული ჟურნალის შექმნა. პროექტი მოიცავდა სტუდენტური ჯგუფის რეგიონებში ვიზიტს , საჟურნალე მასალების მოძიებას, ადგილობრივი ამბების გაშუქებას, სტატიების, რადიო-სიუჟეტისა და ფოტო-რეპორტაჟების მომზადებას.
ჟურნალი „გზავნილის“ პირველი ნომერი მცხეთის რეგიონს მიეძღვნა, ხოლო მეორე ნომერი- მაღალმთიან აჭარას – კერძოდ, ხულოს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ჟურნალი “გზავნილი“, სტუდენტების მიერ მომზადებული ფოტოგამოფენა და რადიოსიუჟეტები, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ქალების მდგომარეობას და დიდაჭარობის დღესასწაულს ასახავს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №07
« იხ. ყველა ანონსი