2017-10-13

,,ქართულ-ოსური ურთიერთობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა - ,,ქართულ-ოსური ურთიერთობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოსური ენის სახელმძღვანელოები, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები, ქართულ-ოსური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ამსახველი თანამედროვე ლიტერატურა და გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მათ შორის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის ნაშრომები ოსური ენის გრამატიკაზე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი