2014-03-25
პროფესორ მაიკლ უილიამსის საჯარო ლექცია
25 მარტს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აშშ–დან მოწვეული გარემოსდაცვითი ეკონომიკის ექსპერტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაიკლ უილიამსის საჯარო ლექცია თემაზე:
,,ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი“.
ლექციის მიზანია მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხების საერთაშორისო გამოცდილების პოპულარიზაცია სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირისა და ზოგადად მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
ლექციაზე დასწრება შეუძლია როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ლექცია ორგანიზებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და USAID.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.№2 თსუ-ს მაღლივი კორპუსი, 206 აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი