2010-10-20

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში და ახალგაზრდობის როლი

ორგანიზაცია INCD, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად UN, ახორციელებს პროექტს:  „ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში და ახალგაზრდობის როლი“ რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 10 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება.  პროექტის ფარგლებში 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე სემინარი გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  სემინარის მსვლელობისას გამოვლინდება რამოდენიმე აქტიური სტუდენტი, რომლებიც დაჯილდოვდებიან და პროექტის მეორე ეტაპზე, „MDG-ს ახალგაზრდული სამიტზე“ მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და  ახალგაზრდობის, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს  პარლამენტისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული, გაეროს აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი