2018-12-01

TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ღონისძიება თსუ-ში

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi გაიმართება. 6 სპიკერი, საკუთარ ინოვაციურ პროდუქტს, ხედვასა თუ იდეას გაუზიარებს ღონისძიების სტუმრებს.

TEDx არის არაკომერციული საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი