2013-04-16

წიგნის პრეზენტაცია - „შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში“

16 აპრილს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოსო მარგიშვილის წიგნის „შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი თსუ გამომცემლობამ გამოსცა და მისი პირველი ნაწილი შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნების სახელმძღვანელოა. წყაროებსა და უახლეს ლიტერატურაზე დაყრდნობით ავტორი მიმოიხილავს სამხედრო საქმის ორგანიზაციასა და ომების ხასიათს საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში; ბიზანტიური, ჯვაროსნული, მუსლიმური და მომთაბარული არმიების მასშტაბებს, სტრუქტურასა და საბრძოლო საშუალებებს, შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნების ძირითად პრინციპებს - სამხედრო საქმის ორგანიზებასა და სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას IX-XV საუკუნეების საქართველოში.
სოსო მარგიშვილი  გახმაურებული მონოგრაფიის - „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. ომი სელჩუკთა სამყაროს წინააღმდეგ“ (თბილისი, 2006) ავტორია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი