2018-03-09

კონფერენცია "სამეცნიერო კვლევები და Bloomberg"

9 მარტს, 14:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია "სამეცნიერო კვლევები და Bloomberg" გაიმართება.

ღონისძიებაზე Bloomberg-ის ლონდონის სათავო ოფისის წარმომადგენელი აბლაი ამანბაიევი ისაუბრებს Bloomberg-ის ტერმინალების იმ ფუნქციების შესახებ, რომელთა ინტეგრირება და გამოყენება შესაძლებელია სასწავლო პროცესში, შესაბამის სილაბუსებში, პროფესიულ კვლევებში და სამეცნიერო ნაშრომებში.

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, Bloomberg-ის ლაბორატორია (მე-2 სართული)
« იხ. ყველა ანონსი