2013-12-04

მემორიალის საკონკურსო კომისიის წევრთა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან

4 დეკემბერს, 15.00 საათზე 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საკონკურსო კომისიის წევრები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდებიან.
კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა.  1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში განთავსდება.  

მისამართი: გრობოედოვის N22, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სახელმწიფო აკადემია

« იხ. ყველა ანონსი