2012-01-16

`მიგრაცია და უმაღლესი განათლება _ უნარებისა და შესაძლებლობის გამყარებისათვის~

16 იანვარს, 09.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში `საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამის~ (TEMPUS) გამარჯვებული პროექტის `მიგრაცია და უმაღლესი განათლება _ უნარებისა და შესაძლებლობის გამყარებისათვის"~ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. პროექტს კოორდინაციას TEMPUS –ის პროგრამის გამარჯვებული თსუ იურიდიული ფაკულტეტი გაუწევს. თსუ–სთან ერთად პროექტში კიდევ ორი ქართული და თოთხმეტი უცხოური როგორც საგანმანათლებლო, ისე არასაგანმანათლებლო ორგანიზაციაა ჩართული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თსუ კოორდინირებას უწევს საპროექტო კონსორციუმს.
`საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამა~ ევროპის კავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს ქვედანაყოფია, რომელიც აფინანსებს ევროპის კავშირის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ პროექტებს უმაღლესი განათლების სფეროში.
აღნიშნული პროექტის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კარლ ფონ ოსიეცკის ოლდენბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აზერბაიჯანის მისია (აზერბაიჯანი), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია (საქართველო), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სომხეთის მისია (სომხეთი), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვენის სპეციალური საკავშირო მისია (ავსტრია), კარლ ფრანცენის გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო (აზერბაიჯანი), კავკასიის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), უმაღლესი პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი (სომხეთი), სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირების სამინისტროს მიგრაციის სახელმწიფო სამსახური (სომხეთი), ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (ბელგია), ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი), მსოფლიო sაუნივერსიტეტო სერვისის ავსტრიის კომიტეტი (ავსტრია), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (საქართველო).
შეხვედრები 16, 17 და 18 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია #6

« იხ. ყველა ანონსი