2014-09-14
მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება
14 სექტემბერს, 12.00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო
ღონისძიება გაიმართება. მაგისტრის წოდების მინიჭებას კურსდამთავრებულებს თსუ რექტორი,
აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ
სანიკიძე და თბილისის მერი
დავით ნარმანია
მიულოცავენ.
2013-2014 სასწავლო წელს თსუ-ში 84 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებდა, რომელიც 550-მა სტუდენტმა დაამთავრა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი