2013-10-30

„თსუ გორდელას“ კონცერტი პანკისის ხეობაში

30 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „თსუ გორდელა“ პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში კონცერტს გამართავს. კონცერტი პროექტის „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ ფარგლებში ჩატარდება.

პროექტი  საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობას, სამოქალაქო საზოგადოებაში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ემსახურება. დუისის კონცერტი პროექტით გათვალისწინებული მეოთხე კონცერტია ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის შემდეგ. პროექტის მხარდამჭერები არიან თსუ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რაიონების მუნიციპალიტეტები.

« იხ. ყველა ანონსი