2011-03-11
პროკრედიტბანკის შეთავაზება თსუ-ის სტუდენტებს
11 მარტს, 13 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამა (PRF) იწვევს თავის სტუდენტებს პროკრედიტბანკის ახალი ინიციატივის _ ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა _ გასაცნობად. პრეზენტაციაზე პროკრედიტბანკის კადრების შერჩევის სამსახურის წარმომადგენლები გააცნობენ სტუდენტებს ახალ პროგრამას, განაცხადის შევსების წესებს და პროგრამის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
პროგრამის შესახებ განაცხადი წინასწარ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.jobs.ge/30276/
ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამის ოფისს (PRF) ი. ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, ოთახი № 246, ტელ. 294565
ღონისძიება ჩატარდება თსუ-ის II კორპუსის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში.
« იხ. ყველა ანონსი