2010-11-18

წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

18 ნოემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ დიმიტრი შველიძის და გიორგი გაფრინდაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია შედგება. წიგნი სახელწოდებით “გიორგი დეკანოზიშვილი – მამულიშვილის დაბრუნება” ქართველი პოლიტიკოსის მოღვაწეობას ეძღვნება. გიორგი დეკანოზიშვილი 1905 წელს ქართველი პატრიოტების მიერ გემ “სირიუსით” საქართველოში დიდძალი თოფ-იარაღის შემოტანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავისუფლებისათვის შემოსული “სირიუსის” ეკიპაჟი შედგებოდა ფრანგი და ჰოლანდიელი მეზღვაურებისაგან, ხოლო თვით გემის კაპიტანი იყო ცნობილი ჰოლანდიელი რევოლუციონერი ქრისტიან კორნელისენი.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსი, მესამე სართული, 313-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი