2010-12-21

თსუ-ის თეატრალური დასის პრემიერა


21 დეკემბერს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური დასი "სხვენი" გამართავს პრემიერას. სტუდენტები წარმოადგენენ სპექტაკლს  "ჭრილობა" ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით. თეატრალური დასი დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტთა შორის და "სხვენის" მიერ გამართული სპექტაკლები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13; თსუ მერვე კორპუსი, მეოთხე სართული, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი