2010-03-02
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა
4 მარტს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორს ანგელიკა ნუსბერგერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
პრეზენტაციაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საქართველოში აკრედიტირებული გერმანული ფონდების ხელმძღვანელები არიან მოწვეულნი. სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა უმასპინძლებს.
« იხ. ყველა ანონსი