2011-09-19

ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრად აისეტში

19 სექტემბერს, 11:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ერლინგ შონსბერგს უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ეკონომიკის დარგებში, ახალი თაობის ეკონომისტების აღზრდისათვის 3 მილიონ ნორვეგიულ კრონას მიიღებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელს ნორვეგიის ელჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ ლივნი მოაწერენ.

მის: ზანდუკელის ქუჩა 16, ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
« იხ. ყველა ანონსი