2012-06-14

„აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“

14 ივნისს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ დასკვნითი ეტაპი - ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია გაიმართება. გამოიფინება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის  და პროექტის „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“  განხორციელების ამსახველი ფოტოები.
ღონისძიებას  თსუ-ს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
 პროექტი „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგის გაღრმავებას; ინფორმირებას და ინტერესის გაღვივებას  საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთაც არ აქვთ მუზეუმში ფიზიკურად მოსვლის საშუალება.
ღონისძიების ორგანიზატორები პროექტში მონაწილე თსუ სტუდენტები არიან. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი ადამიანისთვის“ ახორციელებს „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
 პროექტი განხორციელდა  სამცხე-ჯავახეთის (ქ. ნინოწმინდა) და ქვემო ქართლის (სოფ. ყარაჯალა) _ რეგიონებში, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების 600-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ყოველმა  მოსწავლემ თავისი  აქტიურობიდან გამომდინარე მიიღო შესაბამის ისიგელი “ახალგაზრდა მკვლევარი”.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი