2015-04-17

შპს „ჯინო პარკი“ სტუდენტურ პროექტებს დააფინანსებს

17 აპრილს, 12:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–სა და შპს „ჯინო პარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და შპს ჯინო პარკის“ ინვესტორი ნოდარ გიორგაძე მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართულია ახალი თაობების სრულფასოვანი განათლებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისკენ. კომპანია ასევე მზადაა უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო პრაქტიკით, საუკეთესო სტუდენტებს კი შესთავაზოს დასაქმება.

უახლოეს პერიოდში განხორციელდება პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ყველაზე კრეატიული პროექტებისთვის ფულად ჯილდოს ითვალისწინებს. ამასთან, პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს საკუთარი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.  
    
მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 115–ე აუდიტორია
 

« იხ. ყველა ანონსი