2015-10-23

შეხვედრა პროფესორ თამარ ალფენიძესთან

23 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი" თსუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, აღმოსავლეთმცოდნე პროფესორ თამარ ალფენიძესთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე განხილული იქნება ორჰან ფამუქის წიგნი „ახალი ცხოვრება“, რომელიც ქართულად 2013 წელს თარგმნა თამარ ალფენიძემ, მანვე თარგმნა ორჰან ფამუქის სტამბოლი-მოგონებეები და ქალაქი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში

« იხ. ყველა ანონსი