2017-12-11

„კომუნიკაციის ფსიქოლოგია და ინტერპერსონალური ურთიერთობები“

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და PR აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში ნათია გოცაძის მასტერკლასი „კომუნიკაციის ფსიქოლოგია და ინტერპერსონალური ურთიერთობები“ გაიმართება.

ნათია გოცაძე საჯარო მმართველობის დოქტორი, PR აკადემიის დირექტორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერია. 10 წლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. ის არის ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში. საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვ.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 302 აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი