2013-06-19

„აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”

19 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ”აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი” აქციას უერთდებიან და ჰემატოლოგიის ინსტიტუტში უანგაროდ ჩააბარებენ სისხლს.
14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღნიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს. 2013 წლის კამპანია ეძღვნება უანგარო დონორის მსოფლიო დღის 10 წლისთავს, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით ”აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”.

« იხ. ყველა ანონსი