2015-11-14

პროფესორ სტეინ კაასას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის - „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ - პალიატიური მზრუნველობის მიმართულებასთან და აკადემიურ პერსონალთან წარმატებული თანამშრომლობისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის  დადგენილებით, პალიატიური მზრუნვლობის კვლევის ევროპული ცენტრის დირექტორს,  პალიატიური მზრუნვლობის ევროპული ასოციაციის კვლევითი ქსელის პრეზიდენტს პროფესორ სტეინ კაასას მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი