2015-12-28
პროექტ "ვისწავლოთ ქართულის" მეორე ეტაპის დასკვნითი ღონისძიება
28 დეკემბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის "ვისწავლოთ ქართულის" მეორე ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ყველა მსმენელს, ვინც წარმატებით გაიარა ტესტირება გადაეცემათ სერტიფიკატები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წელს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ვისწავლოთ ქართული"განხორციელება. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამას, რომელიც ყველა მსურველს სთავაზობს სახელმწიფო ენის შესწავლას. ამ პროგრამისთვის შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო (შემდგენელი-თსუ ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია), ხოლო სწავლებას საქართველოს სამი რეგიონის სხვადასხვა სოფელში უძღვებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
მისამართი: მ. აბდუშელიშვილის ქ. #1
« იხ. ყველა ანონსი