2017-09-20
საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”
20 სექტემბერს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნება.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი, ვიცე-პრემიერი
ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ლევან იზორია, ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის
თავმჯდომარე
შტეფენ მელიხი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ჰაიკე პაიჩი, ბერლინის
არქეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელი
ჯონი აფაქიძე, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი პროფესორი
ალექსანდრე კარტოზია დაესწრებიან. მონაწილეთა
წინაშე მოხსენებებით წარდგებიან ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები
თამაზ
გამყრელიძე (საქართველო),
კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და
ანილ ბჰატი
(ინდოეთი).
კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. ღონისძიებაში მონაწილეობს 102 მომხსენებელი 12 ქვეყნიდან
(აშშ, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი,
საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა).
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ კორპუსი, სააქტო დარბაზი