2020-02-07

მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

7 თებერვალს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ყოველწლიური კონფერენცია რომელშიც მონაწილეობენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება  დეპარატამენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი პოსტერები,  წარადგენენ მოხსენებებს ფაკულტეტის რვავე დეპარტამენტის (მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის)  როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორები. პლენარულ სხდომაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გაიმართება მათი დაჯილდოების ცერემონია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, სააქტო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი