2013-12-05

თსუ გორდელას დასკვნითი კონცერტი

5 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გორდელას პროექტის „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ: თსუ გორდელა, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, ბოლნისის, ახმეტის, მარნეულის და გარდაბნის ფოლკლორული ანსამბლები.

პროექტი ემსახურება საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის, ტრადიციებისა და კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.

პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ საელჩო საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში და თსუ. პროექტი განხორციელდა აშშ მთავრობის დაფინანსებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი