2011-06-01

დათუნია დრუნჩას კლინიკა

1 ივნისს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიება გაიმართება. „ემსა თსუ“-ს ეგიდით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში პროექტი - „დათუნია დრუნჩას კლინიკა” (Teddy Bear Hospital) განხორციელდება. თსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და თანამშრომლები საგურამოს და კოჯრის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და საჩუქრების გადაცემა.

პროექტი „დათუნია დრუნჩას კლინიკა” მთელს ევროპაში წარმატებულად ხორციელდება და მიზნად ისახავს სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვების ფსიქოლოგიურ მომზადებას „თეთრი ხალათის“  შიშის დასაძლევად.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო (სტადიონი)
« იხ. ყველა ანონსი