2011-07-12

ირანის ისლამური რესპუბლიკის სტუდენტური ოლიმპიადების ცენტრი 2011 წლის 12-15 ივლისს გამართავს სტუდენტთა მე-16 ოლიმპიადას თექვსმეტ სახეობაში.

უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქიმიისა და მათემატიკის დარგებში გუნდური სახით. თითოეული ქვეყნის გუნდი დაკომპლექტდება მაქსიმუმ ხუთი სტუდენტისა და ერთი ან ორი მასწავლებლისგან. მონაწილეთა ირანში ყოფნის ხარჯებს დაფარავს ირანული მხარე. ირანში გასამგზავრებელი ბილეთები უნდა უზრუნველყონ მონაწილეებმა.

მონაწილის მონაცემების ანკეტა, ქიმიური და მათემატიკური კითხვების ნიმუშები, ბროშურა და ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები ინგლისურ ენაზე განთავსებულია ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.olympiad.sanjesh.org

დაინტერესებულ პირებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ შეკითხვების გაგზავნა შემდეგ მისამართზე:
Olympiad@sanjesh.org
« იხ. ყველა ანონსი