2016-11-16

სამეცნიერო კონფერენცია "შორეული აღმოსავლეთი: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ახალი გამოწვევები"

16 ნოემბერს, 11:00 საათზე,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით  II სამეცნიერო კონფერენცია  "შორეული აღმოსავლეთი: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ახალი გამოწვევები" გაიმართება. ღონისძიებას თსუ პროფესორები სტუდენტები, სხვა ქართული უნივერსიტეტების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩინეთისა და იაპონიის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენცია 17 ნოემბერს დასრულდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი,  212-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი