2011-06-21
თსუ–ის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია სკოლის მოსწავლეებისათვის
21 ივნისს 9:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია დაიწყებს.
აკადემია თსუ–ის ბაზაზე უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) ერთად საზაფხულო სამეცნიერო აკადემია წელს ქიმიის საერთაშორისო წელს აღნიშნავს. თსუ–ის მეცნიერებთან, სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, CERN–ის (ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მეცნიერები და პროექტის “Promotion of biodiversity through restoration of quarries” (ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება კარიერების აღდგენის გზით) წარმომადგენლები მიიღებენ.
აკადემიის ყველაზე აქტიური მოსწავლეები თსუ საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის დიპლომებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/science/cq_l9gwinbba6c5/
იხილეთ აკადემიის პროგრამა.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ქიმიის დიდი აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი