2017-10-24

ლიტერატურული კონკურსი „შოთაობა“

24 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სახალხო ზეიმ „შოთაობისადმი“ მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრა. ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტების ორგანიზებით იმართება. პოეზიის საღამოზე დასახელდებიან ლიტერატურული კონკურსის ნომინანტები. ლიტერატურულ კონკურსს მე-10 წელია ატარებს „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი