2010-05-10

სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით ლექციების ციკლი თსუ-ში

10 მაისს, 15:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ანტონს პეტროვსკისის შეხვედრა  სტუდენტებთან თემაზე: „ადგილობრივი არჩევნები და მისი თავისებურებები ლატვიაში“.
შეხვედრაზე განხილება ლატვიის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები, 2009 წლის ადგილობრივი არჩევნები, რიგის მერის არჩევნები და მათი შედეგების შეფასება.
საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით“ ფარგლებში ხორციელდება.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი