2013-04-12
რევაზ გაჩეჩილაძის საჯარო ლექცია - „ახლო აღმოსავლეთის პრობლემა“
12 აპრილს, 15.00 საათზე თსუ ბიბლიოთეკის სადისკუსიო კლუბისა და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის რევაზ გაჩეჩილაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - „ახლო აღმოსავლეთის პრობლემა“.ლექციაზე განიხილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა მსოფლიოზე. ლექციის დასასრულს დაიმართება დისკუსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი