2015-06-01

პროფესორ პიტერ ალკენს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

1 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ პიტერ ალკენს  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი პიტერ ალკენი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

პიტერ ალკენს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება თსუ აკადემიური საბჭოს  დადგენილებით, ქართული უროლოგიური სკოლის განვითარებისა და ევროპულ სკოლასთან ინტეგრაციის ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი №115

« იხ. ყველა ანონსი