2018-10-17

ეთიკის მსოფლიო დღე

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, საერთაშორისო საქმეებში კარნეგის საბჭოს (აშშ) მიერ დაწესებული მსოფლიო ეთიკის დღის ფარგლებში, ატარებს #ეთიკისმსოფლიოდღე2018-ის შეხვედრას თემაზე "ეთიკა საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროში".

რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 14 ოქტომბრის 18:00 საათამდე. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #304.
« იხ. ყველა ანონსი