2017-01-17

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

17  იანვარს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ  ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს -  თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს - საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს - ბიოსამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით თსუ სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების ხელშეწყობისათვის  და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ვოლფგანგ ვენგს - თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

ღონისძიების შემდეგ პროფესორები წაიკითხავენ საჯარო ლექციებს: “დრო ენაში”(ამალია მოსერი); “A,B ჩემს ანბანში ანუ დაუსრულებელი ამბავი”(პიტერ ლიდიარდი); „ეკონომიკური განათლების მომავალზე ორიენტირებული ასპექტები“(ვოლფგანგ ვენგი).

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


       


« იხ. ყველა ანონსი