2020-02-29

ლექცია „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი“

29 თებერვალს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით ტარდება ლექცია: „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი.“ 

ლექციას წარუძღვება: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი. ლექციას დაესწრება თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი.

დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: თსუ  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, 107-ე აუდიტორია. 


« იხ. ყველა ანონსი